- პროექტის დასახელება: გავუფრთხილდეთ ისტორიულ ღისშესანიშნაობებს.
- პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა მოახდინონ რომელიმე ღირსშენსანიშნავი ობიექტის მოძიება, რომელიც საჭიროებს რესტავრაციას, ჩაატარონ საჭირონგაზომვებისა და გამოთვლები რესტავრაციის ხარჯთაღრიცხვის შესადგენად.
- პროექტის აქტუალობა: წარმოდგენილი პროექტი უკავშირდება რეალურ ცხოვრებას, ეფუძნება სასწავლო ამოცანებსა და შეესაბამება საგნობრივ სტანდარტებს.პროექტი ძირითადად აგებულია მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებაზე.სივრცული ფიგურები მათემატიკაში V-VI კლასებში ისწავლება. აქვე ისწავლება მათი (მართკუთხა პარალელეპიპედი, კუბი) ზედაპირის ფართობისა და მოცულობის გამოსათვლელი ფორმულები და მონაცემთა შეგროვების და დახარისხების ხერხები. აღნიშნული პროექტი ეხება ამ ფორმულების გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში. რეალურ ცხოვრებასთან პარალელების გავლება მოსწავლეს დაანახებს ამ საკითხის შესწავლის საჭიროებასა და გაუჩენს სწავლისადმი ინტერესს. მოსწავლეებმა უნდა გაიგონ თეორიული ცოდნის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, მის პრაქტიკულ საქმიანობაში. მათ უნდა შეძლონ ათვისებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული ხასიათის ამოცანების გადასაწყვეტად, რომლებიც მათ წინაშე წამოიჭრება.
- პროექტის მიზნები/ამოცანები: მოსწავლეებმა შეძლონ მოიგონონ და ამოხსნან სიტუაციური ამოცანები სივრცული ფიგურების (მართკუთხა პარალელეპიპედი, კუბი) ზედაპირის ფართობისა და მოცულობის გამოსათვლელი ფორმულების გამოყენებით.დაეუფლონ ისტ ტექნოლოგიების გამოყენებას სხვადასხვა შენობების ზედაპირის ფართობისა და მოცულობის გამოსათვლელად. პრეზენტაციებისთვის ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად. (გამოიყენონ ამ შენობების 3D გამოსახულებები ვიზუალური დათვალიერებისთვის)მიეჩვიონ თანატოლებთან ერთობლივ თანამშრომლობას ჯგუფური მუშაობისას.პროექტის მიმდინარეობის პროცესში მოახდინონ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი (აკეთებენ ჩანაწერებს გაზომვების ჩატარებისა და შესრულებული სამუშაოს შეფასებების შესახებ ).
- მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კონკრეტული ობიექტის რესტავრაციისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტრესურსი- ობიექტის ფოტომასალა, ვიდეო მასალა, ისტორიული ჩანაწერები (ობიექტის ისტორია, მნიშვნელობა, ზომები), ბაზრის კვლევის შედეგები (საჭირო მასალის ფასები), სატრანსპორტო მომსახურება ობიექტამდე მისასვლელად.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 1. პროექტის გაცნობა, რამდენად აქტუალურია აღნიშნული საკითხი რეალურ ცხოვრებაში და როდის შეიძლება გახდეს საჭირო მისი ცოდნა?2. წინარე ცოდნის შემოწმება და ცოდნის გაღრმავება, ფართობისა და მოცულობის საზომი ერთეულები, ფორმულები3. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საინტერესო/ ღირსშესანიშნავი შენობა ნაგებობების შესახებ. წარმოადგენენ საინტერესო ინფორმაციას/ ისტორიულ ცნობებს მათ შესახებ, მოიძიებენ მათ ზომებს. დაითვლიან ზედაპირის ფართობებს რომლების საჭიროებს რესტავრაციას. შესაძლებლობის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ ადგილზე მოინახულონ და დაათვალიერო ობიექტი.4. მოიძიებენ ინფორმაციას რესტავრაციისათვის საჭირო მასალის სახეობების, რაოდენობისა და ფასის შესახებ. დაითვლიან და შეადგენენ ხარჯთაღრიცხვას.
მოსწავლეები თავისუფალი არიან შენობის/ ტაძრის/ მუზეუმის შერჩევაში და მისი მონაცემების შეგროვებაში. შესაძლებელია დაიყვნენ ჯგუფებად და რამდენიმე ღირსშესანიშნავი ობიექტის შესახებ მოახდინონ ინფორმაციის მოძიება და გამოთვლების ჩატარება.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი: ისტორიული მასალის მოძიება(ისტორია), გეოგრაფიული ადგილმდებარეობის განსაზღვრა (გეოგრაფია), ინტერნეტ რესურსების გამოყენება, პრეზენტაციის შექმნა (ისტ.)
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლელა გაბარაშვილი
- ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: lela.gabarashvili@gmail.com
- პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: lelagabarashvili.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий